Saturday, December 17, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს  წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, მივიღეთ სასარგებლო შენიშვნები და რჩევები. ამით დამთავრდა ტრენინგი, რომელმაც ჩაიარა დიდი ყინვებისა და ვირუსების ფონზე. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებელთა სახლს მსაგვი ტრენინგების დაგეგმვისთვის და რა თქმა უნდა ქალბატონ ლალის, რომ არა მისი დაუღალავი შრომა ჩვენ ასეთ მოკლე დროში ამდენს ვერ შევძლებდით. ჩემთვის ძალიან კარგი იყო ის, რომ სამივე დონე გავიარე ერთმანეთის მიყოლებით, სულ რამდენიმე თვეში და შევიძინე ახალი ნაცნობები ჩემი კოლეგემოს სახით

Sunday, December 11, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

აი უკვე მე-8 დღეც დასრულდა, დღევანდელი დღეც ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გავაზიარეთ, დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება,

Saturday, December 10, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალებების განხილვით, გავასწორეთ მოსწავლის ნაშრომი და ხელახლა ავტვირთეთ ბლოგზე, ასევე  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა ავტვირთეთ დრაივზე და დავიწყეთ ჩვენს პროექტზე მორგება, დანარჩენის სახლში გავაგრძელებთ

საავტორო უფლებები - გზამკვლევი

Thursday, December 8, 2016

მე-6 დრის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო, გავეცანით საავტორო უფლებების პრეზევტაციას და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,  ვიმუშავეტ მოსწავლის ნაშრომზე და პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, December 4, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

მე-5 დღე იყო საკმაოდ დატვირთული, დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, გვეცანით შეფასების სტრატეგიებს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება

Saturday, December 3, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ერთმანეთს გავაცანით პროექტის მიზნები, მივიღეთ სასარგებლო შენიშვნები და რჩევები. მოვიფიქრეთ და დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ასევე მივიღეთ მითითებები. ვისწავლეთ აგრეთვე ერთმანეთის ნამუშევრებზე კომენტარების გაკეთება, რამაც საკმაოდ გაგვახალისა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა;

  •  რა მნიშვნელობა აქვს მათემატიკას ჩვენს ცხოვრებაში.

თემატური :

  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათემატიკა კვლევის პროცესში?

შინაარსობრივი:

  • რა ხელსაყრელი ფორმით შეიძლება წარმოვადგინოთ შეგროვებული მონაცემები;
  • რა სახის დიაგრამები ვიცით

Friday, December 2, 2016

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ინფორმაციის მოძიებას თელავის 7 სკოლიდან, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეა თითოეულ სკოლაში;
  • მოძიებულ ინფორმაციას დახარისხებენ, გაანალიზებენ და მოახდსენენ მონაცემების კლასიფიკაციას. შედეგებს  წარმოადგენენ ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით და გააკეთებენ დასკვნებს თუ რა უნარები აქვთ კარგად განვითარებული თითოეულ შეზღუდული შესძლებლობის მქონე მოსწავლეს;
  • შეიმუშავებენ და დაგეგმავენ ღონისძიებას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი უნარების წარმოჩენას.