Saturday, December 17, 2016
მე-9 დღის რეფლექსია
დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები, მივიღეთ სასარგებლო შენიშვნები და რჩევები. ამით დამთავრდა ტრენინგი, რომელმაც ჩაიარა დიდი ყინვებისა და ვირუსების ფონზე. მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებელთა სახლს მსაგვი ტრენინგების დაგეგმვისთვის და რა თქმა უნდა ქალბატონ ლალის, რომ არა მისი დაუღალავი შრომა ჩვენ ასეთ მოკლე დროში ამდენს ვერ შევძლებდით. ჩემთვის ძალიან კარგი იყო ის, რომ სამივე დონე გავიარე ერთმანეთის მიყოლებით, სულ რამდენიმე თვეში და შევიძინე ახალი ნაცნობები ჩემი კოლეგემოს სახით
Friday, December 16, 2016
Sunday, December 11, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
აი უკვე მე-8 დღეც დასრულდა, დღევანდელი დღეც ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო და გავაზიარეთ, დავიწყეთ სასწავლო პროცედურების შევსება,
Saturday, December 10, 2016
მე-7 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ დავალებების განხილვით, გავასწორეთ მოსწავლის ნაშრომი და ხელახლა ავტვირთეთ ბლოგზე, ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა ავტვირთეთ დრაივზე და დავიწყეთ ჩვენს პროექტზე მორგება, დანარჩენის სახლში გავაგრძელებთ
Thursday, December 8, 2016
მე-6 დრის რეფლექსია
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო, გავეცანით საავტორო უფლებების პრეზევტაციას და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს, ვიმუშავეტ მოსწავლის ნაშრომზე და პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე
Sunday, December 4, 2016
მე-5 დღის რეფლექსია
მე-5 დღე იყო საკმაოდ დატვირთული, დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, გვეცანით შეფასების სტრატეგიებს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება
Saturday, December 3, 2016
მე-4 დღის რეფლექსია
დღეს ერთმანეთს გავაცანით პროექტის მიზნები, მივიღეთ სასარგებლო შენიშვნები და რჩევები. მოვიფიქრეთ და დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ასევე მივიღეთ მითითებები. ვისწავლეთ აგრეთვე ერთმანეთის ნამუშევრებზე კომენტარების გაკეთება, რამაც საკმაოდ გაგვახალისა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა;
თემატური :
შინაარსობრივი:
- რა მნიშვნელობა აქვს მათემატიკას ჩვენს ცხოვრებაში.
თემატური :
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათემატიკა კვლევის პროცესში?
შინაარსობრივი:
- რა ხელსაყრელი ფორმით შეიძლება წარმოვადგინოთ შეგროვებული მონაცემები;
- რა სახის დიაგრამები ვიცით
Friday, December 2, 2016
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ინფორმაციის მოძიებას თელავის 7 სკოლიდან, თუ რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეა თითოეულ სკოლაში;
- მოძიებულ ინფორმაციას დახარისხებენ, გაანალიზებენ და მოახდსენენ მონაცემების კლასიფიკაციას. შედეგებს წარმოადგენენ ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით და გააკეთებენ დასკვნებს თუ რა უნარები აქვთ კარგად განვითარებული თითოეულ შეზღუდული შესძლებლობის მქონე მოსწავლეს;
- შეიმუშავებენ და დაგეგმავენ ღონისძიებას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი უნარების წარმოჩენას.
Tuesday, November 29, 2016
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი
ფორმით;
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური
შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ
საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე
საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
● საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და
კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი
ზედამხედველობის გარეშე;
● დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი
ფორმით;
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური
შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ
საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე
საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
● საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და
კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი
ზედამხედველობის გარეშე;
● დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
Monday, November 28, 2016
სტანდარტები
მათ.VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება
- განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას ( გაზომვა, დაკვირვება, გამოკითხვა და ა.შ.);
- მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპოდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
- მოცემული ამოცანისთვის დამოუკიდებლად გეგმავს და ატარებს სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს.
- ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს ციის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
- აგებს სხვადასხბა დიაგრამებს ერტი-და-იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
- სვამს კითხვებს მონაცემების შესახებ ან ახასიათებს მონაცემებს, რომლებიც წარმოდგენილია სიის,ცხრილის, პიქტოგრამის ან დიაგრამის სახით, მსჯელობს არსებულ კანონზომიერებებსა და გამორჩეულ მონაცემებზე;
- ადარებს მონაცემთა რამდენიმე ჯგუფს და წარმოაჩენს თვისობრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას
Saturday, November 26, 2016
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის დასაწყისში ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის იდეები, მივიღეთ რეკომენდაციები კოლეგებისგან, რაც ძალიან გვეხმარება პროექტის მომზადებაში, ვისწავლეთ ბროშურების მომზადება, განვიხილეთ რამდენიმე მაგალითი და მივიღეთ დავალება ხვალინდელი რისთვის
Friday, November 25, 2016
თანაბარი უფლებები,
თანაბარი შესაძლებლობები
თანაბარი შესაძლებლობები
რამდენიმე წელიწადია რაც საქართველოს სკოლებში დაინერგა ინკლუზიური განათლება.
ყველა მოსწავლე, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობისა, ერთ სივრცეში იღებს შესაბამის განათლებას. სკოლებში უკვე ვხვდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თელავის რაიონის 7 სკოლიდან იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი მოსწავლეა თითოეულ სკოლაში, რა სახის
შეზღუდვები ჭარბობს, როგორია მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და გამოიკვლევენ რა
უნარები აქვთ კარგად განვითარებული
მიღებულ ინფორმაციისა
და შედეგების ანალიზს წარმოადგენენ დიაგრამებისა და ცხრილების საშუალებით.
შეიმუშავებენ და დაგეგმავენ ღონისძიებას სადაც შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი უნარების წარმოჩენას.
Subscribe to:
Posts (Atom)