Tuesday, November 29, 2016

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

რიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა

● საღი მსჯელობა და აღქმა;

● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა


● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი

ფორმით;
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები

საინფორმაციო წიგნიერება


● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური

შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ
საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე
საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.

ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა


● საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;

● უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და
კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი
ზედამხედველობის გარეშე;
● დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.

No comments:

Post a Comment