Friday, November 25, 2016

თანაბარი უფლებები,
თანაბარი შესაძლებლობები

რამდენიმე წელიწადია  რაც საქართველოს სკოლებში დაინერგა ინკლუზიური განათლება.   ყველა მოსწავლე, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ერთ სივრცეში იღებს შესაბამის განათლებას. სკოლებში  უკვე ვხვდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თელავის რაიონის 7 სკოლიდან იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი მოსწავლეა თითოეულ სკოლაში, რა სახის შეზღუდვები ჭარბობს, როგორია მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და გამოიკვლევენ რა უნარები აქვთ კარგად განვითარებული

 მიღებულ ინფორმაციისა და შედეგების ანალიზს წარმოადგენენ დიაგრამებისა და ცხრილების საშუალებით. 
შეიმუშავებენ და დაგეგმავენ ღონისძიებას სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი უნარების წარმოჩენას.

No comments:

Post a Comment